ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. ქალაქის მერის, ირაკლი კაკულიას ინფორმაციით, ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიყენებული ზიანის მოცულობა განსაზღვრა.

მისივე თქმით, სტიქიამ 14 კერძო საცხოვრებელ სახლსა და 8 მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზარალებული ოჯახები ირაკლი კაკულიამ ადგილზე მოინახულა.

„ძლიერმა ქარმა ქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. ზარალის ოდენობა სპეციალური კომისიის მუშაოების შედეგად განისაზღვრა და 19 260 ლარი შეადგინა. თანხა მერიის სრეზერვო ფონდიდან გამოიყო“, - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.