საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

საწვავის ფასი ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე კიდევ გაიზარდა. 5 დეკემბერს Gulf-ში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა.

8 ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე G Force პრემიუმი 1. 89 ლარი ღირდა, დღევანდელი მონაცემებით კი ფასი 1,94 ლარია. G force ევრო რეგულარი 1,79-იდან 1, 84 ლარამდე გაძვირდა, ”ევრო რეგულარი” 1,69-დან 1,74-მდე, რაც შეეხება ევრო დიზელის საწვავის ღირებულებას, 1,85-დან 1,90 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება ”ვისოლს”, კომპანიის მიერ რეალიზებული საწვავი 4 დეკემბრის შემდეგ 4-5 თეთრით გაძვირდა. დღეისათვის ”ვისოლში” ”ეკო სუპერი” 2,09 ლარი, ”ეკო პრემიუმი” 1,94 ლარი, ”ეკო რეგულარი” 1,84 ლარი, ხოლო ”ეკო დიზელი” 1,90 ლარი ღირს.

ამ დრომდე ფასები არ გაუძვირებია ”ლუკოილს”, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯერჯერობით ცვლილება არ იგეგმება.

ფასების კორექტირება არ მომხდარდა არც ”სოკარში.”

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზარზე „პლატცის“ ფასის მატებამ გამოიწვია, რასაც თან დაერთო ლარის კურსის გაუფასურების ფაქტორიც.

”ამ ეტაპზე რამე მოლოდინზე საუბარი რთულია. ჩვენ პირდაპირ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ფასზე, რომელიც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ იზრდება. მიზეზი ოპეკის წევრი ქვეყნების შეთანხმებაა ნავთობმოპოვების კვოტების შემცირებასთან დაკავშირებით. რთულია, რაღაც ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთო,”-აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში.

საწვავის ფასი ერთ ლიტრზე 5 თეთრით ზოგიერთ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზეც გაძვირდა.

ქრისტინე გამთენაძე