მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი დაეცა, თუმცა ამის ფონზე ბაზარზე სარისკო განწყობა გაიზარდა. 

"ბლუმბერგის" მონაცემებით, ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ფასი ოქროზე 0,31%-ით (3.70 დოლარი) დაეცა და უნციაზე 1172.80 დოლარი შეადგინა.

ექსპერტების აზრით, იტალიაში რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ სარისკო განწყობა გაიზარდა, თუმცა ვითარება მოგვიანებით დარეგულირდა.

ფასებზე გავლენა იქონია ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის უფროსის უილიამ დადლის კომენტარმაც, რომლის განცხადებით, ფედერალური სარეზერვო ბანკი ახლოსაა თავისი სამიზნე პოლიტიკის მიღწევასთან და მხარი დაუჭირა განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას.