კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. როგორც ეროვნული მუზეუმიდან იუწყებიან, თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს ერთობლივ საქმიანობას, რომელიც მოიცავს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, ისე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეცნიერების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე, სამუზეუმო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას.

მათივე ინფორმაციით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეს, სადაც ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება უნივერსიტეტის სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს უახლესი მეთოდებითა და მიღწევებით დანერგილი კვლევისა და სწავლების პროცესს.

მემორანდუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი გააფორმებენ.