ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მთავრობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ახალი საპრეზიდენტო „ბოინგი“, რადგან ის საკმაოდ ძვირი ჯდება.ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ბოინგი“ აგებს სრულიად ახალ - მოდელ 747-ს ამერიკის მომავალი პრეზიდენტებისთვის, რაც ძალიან ძვირი, 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ჯდება. გააუქმეთ შეკვეთა! ჩვენ გვინდა, რომ „ბოინგმა“ გააკეთოს ბევრი ფული, მაგრამ არა ასე ბევრი“, - წერს ტრამპი „თვითერის“ პირად გვერდზე.
კომპანიაში ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.