კეპულაძე : „როგორც წესი, დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნური ჩარევა, ნაკლებად ეფექტურია“

არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ დედოლარიზაციის პროცესში ხელოვნური ჩარევა, როგორც წესი, ნაკლებად ეფექტურია.

ამის შესახებ კეპულაძე, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს და იმასაც აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისა და სტაბილური კურსის შემთხვევაში, დედოლარიზაცია ბუნებრივად მოხდება.

„ეს არის დოლარიზაციის მაჩვენებელი 2003 წლიდან დღემდე (სესხებში და დეპოზიტებში). როგორც გრაფიკიდან ჩანს, დოლარიზაციის მაჩვენებელი ნელ-ნელა მცირდება და ის დიდწილად დამოკიდებულია ლარის სტაბილურ კურსზე და ეკონომიკურ ზრდაზე. ხელოვნური ჩარევა დედოლარიზაციის პროცესში, როგორც წესი, ნაკლებად ეფექტურია. თუ გვექნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და სტაბილური კურსი, დედოლარიზაცია ბუნებრივად მოხდება,“- წერს კეპულაძე.

bpn