წამლებზე ფასების ზრდისთვის Pfizer-ი 106,5 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

დიდი ბრიტანეთი ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლებზე ფასების აწევისთვის რეკორდული თანხით - 106,5 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.

"როიტერის" ინფორმაციით, 2012 წლის სექტემბერში Pfizer-მა ფარმკომპანია Flynn Pharma-ს პრეპარატ ”ეპანუტინზე” უფლებები გაყიდა, რის შემდეგაც წამლის სახელწოდება შეიცვალა და ფასებმა მკვეთრად მოიმატა.

Pfizer-ის გარდა 6,62 მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმა Flynn Pharma-საც დაეკისრა.