ევროკომისიამ ევროპის სამი მსხვილი ბანკი 485 მილიონი ევროთი დააჯარიმა

საპროცენტო განაკვეთის გაყალბების გამო ევროპის სამი ბანკი ევროკომისიამ 485 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი - Euribor მილიარდობით ევროს ღირებულების ფინანსური პროდუქტების ფასის გამოსათვლელად.

"HSBC-მ, JPMorgan-მა და Credit Agricole-მა კანონის დარღვევით მოახდინეს Euribor-ის სენსიტიური ინფორმაციის გაცვლა, რათა სარგებელი მიეღოთ იმ პროდუქტებზე", - განაცხადა კომისიამ.

კანონდარღვევისთვის ევროკომისიამ JPMorgan Chase 337 მილიონი ევროთი, Credit Agricole - 115 მილიონი ევროთი, ხოლო HSBC 34 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

"ბიბისის" ინფორმაციით, JPMorgan-მა უარყო დანაშაული და აცხადებს, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას.

ევროკომისარმა მარგრეტ ვესტსაგერმა განაცხადა, რომ ბანკებმა უნდა დაიცვან ევროკავშირის კანონმდებლობა კონკურენციის სფეროში.