დავით ნარმანია თბილისის მერიაში შრომის ანაზღაურების ფონდის 10 %-ით შემცირებას გეგმავს

2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება გათვალისწინებულია , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე სახელფასო ანაზღაურების ფონდის 10%-იანი შემცირება.

”ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც კვირის ბოლომდე წარვადგენთ საკრებულოში, უკვე ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებას. ჩვენ ისედაც შემცირებული გვქონდა დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა დამატებით შემცირდა. ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების ფონდის 10 %-იან შემცირებასაც,” - განაცხადა ნარმანიამ.