ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად დონალდ ტრამპი დაასახელა

ამერიკული ჟურნალი Time-ის რედაქციამ წლის ადამიანად აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასახელა.

დონალდ ტრამპმა NBC's Today-ის შოუსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ეს „დიდი პატივია“ და „ძალიან ბევრს ნიშნავს“ ამ სტატუსის მინიჭება.

ჟურნალ Time-ის წლის ადამიანის პრეტენდენტებს შორის ასევე იყვნენ ჰილარი კლინტონი და ვლადიმერ პუტინი.

ტრადიციისამებრ, დეკემბრის ბოლო ნომერში Time წლის ადამიანს ასახელებს. პირველად ეს სტატუსი 1927 წელს მფრინავ ჩარლზ ლინდბერგს მიენიჭა.