ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ორი მეთევზე დააკავეს. ამავე უწყების ინპექტირების განყოფილების უფროსის, ეკა ჯინორიძის ინფორმაციით, მოქალაქეები მდინარე კაპარჭინაზე სახლართი ბადით მდინარის კალაპოტს კეტავდნენ. მისივე თქმით, სახლართი ბადით თევზაობა აკრძალულია.

,,შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება“, - აღნიშნა ეკა ჯინორიძემ.