რა ანაზღაურებას იღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები (ვიდეო)

პარლამენტის წევრის ხელფასი ორი ნაწილის, თანამდებობრივი სარგოსა და სადეპუტატო უფლებამოსილების თანხისგან შედგება.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტის ყველა წევრის თანამდებობრივი ანაზღაურება 2 000 ლარს შეადგენს, ხოლო სადუპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრის თანამდებობაზეა დამოკიდებული და 1 790 ლარიდან 3 905 ლარამდე მერყეობს. ამდენად, საერთო ჯამში, საქართველოს პარლამენტის წევრის მინიმალური სარგო 3 790 ლარს შეადგენს.

ანაზღაურება დეპუტატს რანგის მიხედვით ერიცხება, მაგალითად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარია, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა 1 905 ლარი ემატება და თანამდებობის პირის ანაზღაურება 3 905 ლარი გამოდის.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასიც 3 905 ლარია, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანაზღაურება 3 970 ლარამდე იზრდება.

3 970 ლარია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერების მოადგილეების ანაზღაურება.

დროებითი კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრის ფიქსირებულ 2 000 ლართან ერთად, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხის სახით, 2 105 ლარს იღებს, რაც საერთო ჯამში - 4 105 ლარია. იხილეთ გაგრძელება