თბილისის მცხოვრებთა ორი-მესამედი “ფეისბუკის” მომხმარებელია

ყოველწლიურად, "ფეისბუკის" მომხმარებლების რაოდენობა 17%-ით იზრდება. ამჟამად, “ფეისბუკზე” დღის განმავლობაში 1.18 მილიარდი ადამიანი შედის და საშუალოდ 20 წუთს ატარებს იქ, რამაც ფეისბუკი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სარეკლამო პლატფორმად აქცია.

“ეისითი” დაინტერესდა, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს “ფეისბუკს” თბილისში და რამდენად იყენებენ მას სასურველი პროდუქტის მოსაძებნად.

კველევის შედეგად აღმოჩნდა, რომ “ფეისბუკს” თბილისელების 59% მოიხმარს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში – 18-დან 24 წლამდე ასაკის თბილისელების სრული უმრავლესობა (94%) ფეისბუკის მომხმარებელია.

ასევე გამოვლინდა, რომ "ფეისბუკზე" სასურველი პროდუქტის მოძიება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა – მომხმარებლების 48% იქცევა ასე. მომხმარებლების ერთ მეხუთედს (19%) კი ფეისბუკზე რეკლამის ნახვის შემდეგ ერთხელ მაინც შეუძენია სასურველი პროდუქცია.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.