ალექსანდრე ჯეჯელავა - ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი

რომელ დეპარტამენტშიც გვაკლია ხალხი - იქ დავიმატებთ, ხოლო რომელ დეპარტამენტშიც მეტი ხალხი გვყავს - იქ მოვიკლებთ , - ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მის უწყებაში მოსალოდნელი ოპტიმიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ხალხი, რომელიც უმუშევარი დარჩება, ჯეჯელვამ განაცხადა, რომ “ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი“.

“საერთოდ ჩვენს სისტემაში ბევრი თანამშრომელია. ჩვენი მცდელობა ფუნქციების ოპტიმიზაცია იქნება. შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის “ბექ ოფისის“ მხარდამჭერი ფუნქციები, იქ “მოვუჭიროთ“. დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა.