ზოგიერთ ჯიხურსა და სუპერმარკეტში სიგარეტი 10-30 თეთრით გაძვირდა

თბილისის ზოგიერთ სუპერმარკეტებსა და ჯიხურებში სიგარეტის ფასი 10-30 თეთრით გაიზარდა. როგორც მაღაზიის კონსულტანტები ამბობენ, სიგარეტი ”პარლამენტი” 30 თეთრით გაძვირდა და მისი ფასი 3.70 ლარიდან 4 ლარამდე გაიზარდა, ამდენითვე მოიმატა ”სობრანიეს” ფასმა, რომლის ღირებულებამ 4 ლარი შეადგინა. 20 თეთრით - 2.40-დან 2.60-მდე გაძვირდა „პალმალი”, ასევე 20 თეთრით გაძვირდა ”როტმანსი”, რომლის ფასიც 2.50 ლარის ნაცვლად 2.70 ლარს შეადგენს. 10 თეთრით მოიმატა VIP-ის ფასმა, რომლის შეძენაც 2.40 ლარის ნაცვლად 2.50 ლარად შეგიძლიათ.

როგორც სუპერმარკეტებისა და ჯიხურების კონსულტანტები აცხადებენ, ფასი ყველა სიგარეტზე გაიზრდება. მაგრამ რამდენით, ეს უკვე დისტრიბუტორზეა დამოკიდებული.

როგორც სადისტრიბუციო კომპანია ”ელიზის” წარმომადგენელი ივანე ხასია ამბობს, კონკრეტულ პროდუქტზე ფასების ზრდა კომპანიის შიდა გადაწყვეტილებაა. მისივე განცხადებით, ზოგადი ფაქტორები, როგორიცაა აქციზის ზრდა და გაცვილითი კურსი, თამბაქოს ფასზე გავლენას ახდენს, რადგან პროდუქცია იმპორტირებულია და ტრანზაქციები დოლარში ხორციელდება.

თათია ახვლედიანი