სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ ”კონას“ 12 სახეობის ჩაის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს მწერალთა სახლში, ხვალ, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამი“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ”ელკანა“ მედიის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „კონას“ გახსნასა და მის მიერ წარმოებული 12 სახეობის ჩაის დეგუსტაციაზე ეპატიჟება. როგორც  ENPARD-დან იუწყებიან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევში 2014 წელს დაარსდა. საწარმოს აღჭურვა და ბრენდირება განხორციელდა ”ოქსფამისა” და ”ელკანას” მხარდაჭრით საქართველოში „ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა“ (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

”ამჟამად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ 12 სახეობის ბალახეულ ჩაის აწარმოებს ლავრისხევში მდებარე მცირე საწარმოში. ღონისძიების მიზანია „კონას“, როგორც ბრენდის, ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა და მის მიერ წარმოებული 12 სახეობის ბალახეული ჩაის დეგუსტაცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.