Independent - ევროკავშირმა 50 მილიონ ადამიანს, უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა

შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთი გამოცემა, ბრიტანული Independent ეხმაურება. როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირმა 50 მილიონ ადამიანს, უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა.

„ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ცდილობს შორს წავიდეს თავისი ყოფილი პატრონის - მოსკოვისგან და დაუახლოვდეს დასავლეთს“, - წერს Independent.

შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება

"როიტერის" ყურადღების ცენტრშიც მოექცა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, „ევროკავშირი მალე საშუალებას მისცემს უკრაინელებსა და ქართველებს, უვიზოდ ეწვიონ ევროკავშირს მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა შეთანხმებას მიაღწიეს შეჩერების მექანიზმზე, რაც აქამდე აფერხებდა აღნიშნულ პროცედურას“.

შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მიღწეულია. „ასე რომ, შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის“, - ამის შესახებ სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა კატი პირიმ დაწერა.