შვეიცარიულმა კონსორციუმმა და ყატარის სუვერენულმა ფონდმა "როსნეფტის" 11.3 მილიარდი დოლარის აქციები შეიძინეს

რუსეთის ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანიის "როსნეფტის" აქციების 19,5%-ს შვეიცარიული კონსორციუმი Glencore და ყატარის სუვერენული ფონდი შეიძენენ.

„2016 წელს ნავთობისა და გაზის სექტორში ეს პრივატიზაციის უმსხვილესი გარიგებაა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

"ბიბისის" ცნობით, "როსნეფტის"  აქციების სანაცვლოდ Glencore და ყატარის სუვერენული ფონდი   11.3 მილიარდ დოლარს გადაიხდიან, ხოლო რუსეთი შეინარჩუნებს საკონტროლო პაკეტს. აღსანიშნავია, რომ „ბრითიშ პეტროლეუმი“ „როსნეფტის“ აქციების 19.75%-ს ფლობს.

გარიგების ფონზე "როსნეფტის" აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და რეკოდი დააფიქსირა - ერთი აქციის ფასმა დღეს 380 რუბლს მიაღწია. 6%-ით გაიზარდა Glencore-ის აქციების ფასიც.

ექსპერტთა განცხადებთ, "როსნეფტის" აქციების გაყიდვა წარმოადგენს რუსეთის მთავრობის ძალისხმევის ნაწილს - ნავთობზე შემცირებული ფასებითა და დასავლეთის სანქციებით გამოწვეული რეცესიის ფონზე ბიუჯეტის დასაბალანსებლად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდოს.