"იანდექს ტაქსის" მოსკოვის ოფისი ქართული ტაქსის კომპანიების საჩივარს ეხმაურება

"იანდექს-ტაქსის" ცენტრალური ოფისი ქართული ტაქსის კომპანიების მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილ საჩივარს ექსკლუზიურად Allnews.ge-სთვის პასუხობს.

რუსული კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ "იანდექს-ტაქსი" ადგილობრივ სადისპეტჩეროებს და ტაქსოპარკებს კონკურენციას კი არ უწევს, არამედ თანამშრომლობს მათთან და ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ როგორ ახერხებს "იანდექს-ტაქსი" მგზავრობაზე ასეთი დაბალი ფასების შენარჩუნებას.

"იანდექს-ტაქსი" არის პლატფორმა, რომელიც მძღოლებს და მომხმარებლებს მოსახერხებელ პროგრამულ უზრუნველყოფას - "იანდექს-ტაქსომეტრს" და ხარისხის კონტროლის ავტომატიზებულ სისტემას სთავაზობს. კომპანიის მიერ Allnews.ge-სთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ "იანდექს-ტაქსის" არაერთმა პარტნიორმა ტაქსოპარკმა სხვადასხვა ქვეყანაში თანამშრომლობის ფარგლებში საგრძნობლად შეამცირა ხარჯები, ზოგიერთმა კი საკუთარი ბიზნესი რამდენიმეჯერ გაზარდა. იხილეთ გაგრძელება