ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო პარიზში ავტომობილების მოძრაობაზე შეზღუდვები ამოქმედდა

საფრანგეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო 6 დეკემბრიდან მოყოლებული საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები ამოქმედდა.

პარიზსა და მის 22 კომუნაში გზებზე გასვლა კენტი და ლუწი ნომრის მქონე ავტომობილებს დღეგამოშვებით შეუძლიათ. გამონაკლისს ტაქსები, სასწრაფო და სახანძრო დახმარების მანქანები, პოლიცია, ავტოსკოლების მანქანები და ე.წ. ”სუფთა” ავტომობილები (ელექტრომობილები, ჰიბრიდული და გაზზე მომუშავე ავტომობილები) წარმოადგენენ.

აკრძალვა არ ეხება ისეთ ავტომობილებს, რომელთა საქარე მინაზე ”ჰაერის ხარისხის სერტიფიკატია” მიმაგრებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტით და პარკირების სერვისით სარგებლობა ამ დღეებში უფასოა, რეჟიმის დარღვევისთვის კი ჯარიმაა გათვალისწინებული.

პარიზის მერმა ან იდალგომ საკუთარ Twitter-ში ქალაქის მმართველებს მადლობა გადაუხადა.

ბოლო 20 წლის მანძილზე პარიზში ასეთი შეზღუდვა უკვე მეოთხედ დაწესდა. ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირაში ჰაერში მიკრონაწილაკების კონცენტრაცია ნორმას აღემატება, რაც პირველ რიგში ავტომობილების სიმრავლეს უკავშირდება.