რას გამოიწვევს ბინების ლარში რეალიზაცია?

ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, უძრავი ქონების ბაზარი ლარიზაციისთვის ემზადება.ამ ეტაპზე რთული სათქმელია მიანიჭებენ თუ არა ტრანზაქციების შესრულებისას ეკონომიკური აგენტები უპირატესობას ეროვნულ ვალუტას. სახელმწიფო ინიციატივა კი ყველა სექტორს, მათ შორის უძრავი ქონების ბაზარს, დედოლარიზაციისკენ მოუწოდებს. მთავრობა უძრავ ქონებაზე ფასდადების ლარში გამოცხადების ვალდებულებაზეც მსჯელობს, მიზეზად კი უცხოურ ვალუტაზე მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირებას ასახელებს. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ამ ეტაპზე უძრავი ქონების ლარში რეალიზაცია ან ფასის ეროვნულ ვალუტაში რეკლამირება წარმოუდგენლად მიაჩნია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე