"სატარიფო განაცხადი, რომელიც სემეკში შევიტანეთ, ტარიფის მომატებას, ან შემცირებას არ ითვალისწინებს"

სატარიფო განაცხადი, რომელიც სემეკში „თელასმა“ შეიტანა, ტარიფის ან მომატებას, ან მოკლებას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ნათაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული ფორმა, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება სემეკს.

„სატარიფო განაცხადი, რომელიც მარეგულირებელ კომისიაში „თელასმა“ შეიტანა, არ ითვალისწინებს ტარიფის ან მომატებას, ან მოკლებას. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული ფორმა, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება სემეკს. ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება სწორედ კომისიის მხრიდან ტარიფის დაანგარიშება, დათვლა და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ინვესტიციები, რომლის შესახებაც კომისიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება”, - განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ არ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტარიფებთან დაკავშირებით კომისია.