დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე კომპანია Ford Motor-ის ყოფილი ხელმძღვანელის კანდიდატურასაც განიხილავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე კომპანია Ford Motor-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ალან მალალის კანდიდატურასაც განიხილავს , - აღნიშნულის შესახებ ამერიკული გამოცემა ABC News-ი იუწყება.

როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ნიუ-იორკში დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართა Ford Motor-ის ყოფილ ხელმძღვანელთან.

სახელმწიფო მდივნის პოსტზე პრეტენდენტების სია გრძელია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში შედიან რუდი ჯულიანი, ჯონ ბოლტონი, სენატორი ბობ ქორკერი და მიტ რომნი.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მალე მიიღებს გადაწყვეტილებს, რის შესახებაც მომდევნო კვირას გამოაცხადებს.