ნოდარ ხადური ტაქსი 200 200-ისა და Yandex ტაქსის შორის დავის საკითხს გამოეხმაურა

ჩვენ შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და რა ინსტრუმენტებიც გააჩნია კონკურენციის საგენტოს, იმოქმედებს იმის ფარგლებში, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლება , - ასე გამოეხმაურა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური ტაქსი 200 200-ისა და Yandex ტაქსის შორის დავას.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ ტაქსი 200-200-ის საჩივარი არ მიიღო, თუმცა სააგენტოს დაწყებული აქვს წინასწარი სამუშაოები.

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ტაქსი 200-200-ს ვთხოვეთ დააზუსტონ საკუთარი საჩივარი, უკვე დავიწყეთ წინასწარი სამუშაოები. ჩვენ დავუკავშირდით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის სომხეთის შესაბამის სამსახურებს. ჩვენ შევისწავლით ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და რა ინსტრუმენტებიც გაგვაჩნია, კონკურენციის სააგენტო იმუშავებს იმის ფარგლებში. ერთი უნდა ითქვას, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლება”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რუსულ კომპანია Yandex-ს ტაქსის ქართული კომპანიები დემპინგში ადანაშაულებენ. ტაქსი 200-200-მა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა, თუმცა იმის გამო, რომ საჩივარი ხარვეზიანი იყო, კონკურენციის სააგენტოს მიერ საჩივრის ავტორებს რეკომენდაციები მიეცათ, რათა საჩივრის ტექსტი გაესწორებინათ. ჯერჯერობით ტაქსი 200-200-ს განახლებული საჩივარი არ მოუმზადებია.