ამერიკელი სენატორების ჯგუფი დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს

დემოკრატებისა და რესპუბლიკელებისგან შემდგარი ამერიკელი სენატორების ჯგუფი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს, - იუწყება სააგენტო Reuters. წერილს ხელს აწერს 12 რესპუბლიკელი და 15 დემოკრატი სენატორი.

„რუსეთის აგრესიისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უარყოფის ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ს გაზარდოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის“, - ნათქვამია წერილში, რომლის ინიციატორი ილინოისის შატატის სენატორი რიჩარდ დურბინი და ოჰაიოს რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი არიან.

წერილში ასევე ნათქვამია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ უნდა იქნას მიღებული და აშშ-მა არ უნდა მოუხსნას რუსეთს სანქციები.