დიმიტრი ქუმსიშვილი -  EIB იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფის შესახებ განაცხადა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკს 2015 წლის 13 ივნისის სტიქიური მოვლენების დროს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. როგორც  ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სწორედ EIB იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მზადყოფნა განაცხადა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფის შესახებ, რაც რეალურად განხორციელდა და ქვეყანამ 50 მილიონი ევრო მიიღო.