დიმიტრი ქუმსიშვილი - ევროკავშირი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც უფრო და უფრო ახლოს მივდივართ

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან „უფრო და უფრო ახლოს მიდის“. როგორც ქუმსიშვილმა დღეს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იან ვაპავუორისთან სამი ფინანსური ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ უფრო და უფრო ახლოს მივდივართ, იმ ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, რომელთაც ევროკავშირი ყოველდღე აჩვენებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს,“ - განაცხა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, „საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ჩვენი ქვეყნის, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე“.