დიმიტრი ქუმსიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარებაში. იმედი გვაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და გაძლიერდება, რაც ასევე ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, შესაძლებლობა იქნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა ინოვაციების, გაუმჯობესებული დამატებული ღირებულების და DCFTA-ის სტანდარტებისა და ვალდებულებებთან დაახლოების მიმართულებით.

„უნდა აღინიშნოს EIB-სა და ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF) ერთობლივი ინიციატივა ევროკავშირთან ერთად Horizon 2020-ის ფარგლებში - InnovFin-ის მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოების ზრდის მხრივ ინოვაციური იდეების და კვლევების დაფინანსების მიზნით, ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის რჩევების თვალსაზრისით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.