ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

საწვავის ფასი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე კიდევ გაიზარდა. დღეის მდგომარეობით საწვავი „სოკარმა“ და „ლუკოილმაც“ გააძვირა.

6 დეკემბრის შემდეგ ფასებმა „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე 5 თეთრით მოიმატა. კერძოდ, ევრო სუპერის ფასი – 1.94 ლარი გახდა, მაშინ როცა 6 დეკემბერს 1.89 ლარი ღირდა; პრემიუმ ავანგარდის ფასმა 1.79-დან – 1.84 ლარამდე მოიმატა; ევრო რეგულარი 6 დეკემბერს 1.59 ღირდა, დღეს კი – 1.64 ლარი გახდა; 5 თეთრით მოიმატა ასევე ევრო დიზელის ფასმაც და 1.64 ლარიდან – 1.69-მდე გაძვირდა.

ფასებმა 5 თეთრით მოიმატა „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზეც. კერძოდ, სუპერის ფასი 5 დეკემბერს – 2.04 ლარი იყო, დღეს კი 2.09 გახდა; პრემიუმის ღირებულება – 1.94 ლარი გახდა, მაშინ როცა 1.89 ღირდა; ევრო რეგულარის ფასმა 1.74 ლარიდან – 1.79-მდე მოიმატა; რეგულარის ფასი 5 დეკემბერს 1.69 ლარი იყო, დღეს კი 1.74-ია; ასევე 5 თეთრით გაძვირდა ევრო დიზელი, რომლის ფასმაც 1.80-დან 1.85 ლარამდე მოიმატა; დიზელის ფასი კი 1.67 გახდა, მაშინ როცა 4 დეკემბერს –1.62 ლარი ღირდა.

6 დეკემბერს, საწვავი „ვისოლისა“ და „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც 5 თეთრით გაძვირდა.

ბოლო 2 თვის განმავლობაში საწვავზე ფასები რამდენჯერმე გაიზარდა. ექსპერტთა შეფასებით, საწვავი კიდევ უფრო გაძვირდება მომავალი წლიდან, მას შემდეგ რაც მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილება შევა ძალაში და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზრდება.

იხილეთ ასევე: საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა