ქართველი მომხმარებლების დამოკიდებულება სააფთიაქო ქსელების მიმართ- „სილიკონ ველი თბილისის“ კვლევა

რომელი აფთიაქების მომსახურებით სარგებლობს თბილისელი მომხმარებელი ყველაზე ხშირად და რა შეფასებას აძლევენ ისინი აფთიაქების სერვისს - კვლევა, რომელიც ,,სილიკონ ველი თბილისის'' სტარტაპის, ,,ელექტრონული კვლევის 24/7“, მოდელის ფარგლებში ჩატარდა, ასახავს თბილისის მასშტაბით მომხმარებლების დამოკიდებულებას საქართველოში არსებული სააფთიაქო ქსელების მიმართ.

კვლევის მიზანი იყო თბილისის მასშტაბით მომხმარებლების დამოკიდებულების დადგენა საქართველოში არსებული სააფთიაქო ქსელების მიმართ.bpn

სააფთიაქო ქსელების კვლევა განხორციელდა“სოციალური მედიის” საშუალებით,

გამოკითხულთა 54% ქალბატონია, ხოლო 46% - მამაკაცი. რესპოდენტები არ იყვნენ შეზღუდულები ერთი კონკრეტული მონაცემის არჩევით, მათ შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ ერთ ან რამდენიმე აფთიაქზე.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 65.8% სარგებლობს პე ეს პეს აფთიაქით, ხოლო 52.6% სარგებლობს ავერსის აფთიაქით. მომხმარებლის კმაყოფილებით ლიდერობენ პე ეს პე 69.6% - ით და ავერსი 46.6%.   მომხმარებლის ნეიტრალურ დამოკიდებულებას იწვევს ფარმადეპოს (56.8%) და ჯი პი სი-ს სააფთიაქო ქსელები (52.4%).

bpnbpn