აკაკი ზოიძე - შედარებით შეძლებული მოქალაქეები უფრო მეტს გაიღებენ საკუთარი ჯიბიდან, რათა შეიძინონ კერძო დაზღვევა

შედარებით შეძლებული მოქალაქეები უფრო მეტს გაიღებენ საკუთარი ჯიბიდან, რათა შეიძინონ კერძო დაზღვევა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ბიუჯეტის პროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

ზოიძის თქმით, ასევე მოხდება პროგრამის ოპტიმიზაცია.

„საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი შენარჩუნდება. ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული, უბრალოდ შეიცვლება პრინციპები და შედარებით შეძლებული მოქალაქეები უფრო მეტს გაიღებენ საკუთარი ჯიბიდან, რათა შეიძინონ კერძო დაზღვევა. ასევე მოხდება პროგრამის ოპტიმიზაცია. იქ საუბარია შერჩევით კონტრაქტირებაზე, დაფინანსების მეთოდის ცვლილებასა და ა.შ. - ძირითადად ტექნიკურ საკითხებს მოიცავს. ეს არის ის, რომ საყოველთაო დაზღვევა ხარჯეფექტიანი გახდეს და ამის ხარჯზე ჩვენ ყველაზე ღარიბ მოქალაქეებს გავუზრდით მომსახურეობის პაკეტს, რომელშიც შევა მედიკამენტები და მათი დაფინანსება“, - განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება პენსიების საკითხს, აკაკი ზოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამაში ძალიან ნათლად იყო პენსიებთან დაკავშირებული პრინციპული საკითხი გაწერილი და მოსახლეობამ სწორედ ამ პროგრამით მისცა მას ხმა.

„პროგრმაში გარკვევით ეწერა, რომ პენსიები გაიზარდა 2016 წელს, ასევე 2017 წელს და ეს გაზრდილი პენსია იქნებოდა ჩადებული 2017 წლის ბიუჯეტში, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში დაიწყება პენსიების ინდექსირება ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის მიხედვით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.