„რიყის დოქები“ 2016 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის მოხვდა (ფოტო)

2016 წლის მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის, თბილისში, რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრის შენობაც მოხვდა, რომელსაც ადამიანებმა რიყის „დოქები“ და რიყის „ტრუბები“ შეარქვეს.

მსოფლიოში 2016 წლის კულტურული ცენტრების ტოპ-ათეული, რომელსაც ვებგვერდი designboom.com გვთავაზობს, ასე გამოიყურება:

10 - რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის შენობა;

9 - ჰამბურგში მდებარე საკონცერტო დარბაზი;

8 - საუდის არაბეთის ქალაქ დაჰრანში მდებარე, მეფე აბდულ აზიზის მსოფლიო კულტურის ცენტრი;

7 - vitra-ს საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელიც შვეიცარიულმა არქიტექტორულმა კომპანიამ Herzog & de Meuron -მა დააპროექტა;

6 - ნანძინის საერთაშორისო ახალგაზრდული კულტურის ცენტრი, რომელიც ჩინეთში, ძიანსუს პროვინციასთან მდებარეობს;

5 - მაიამის სანაპიროზე მდებარე კულტურული ცენტრი - faena forum;

4 - სამხრეთ ჩინეთში მდებარე ხელოვნებისა და არქიტექტურის ცენტრი - MOCAPE;

3 - სასტუმრო და რომის კონვენციის ცენტრი - Cloud;

2 - საბერძნეთში, ათენის სამხრეთით 4 კილომეტრში, 170,000 მეტრზე გადაჭიმული საზოგადოებრივი პარკი, რომელიც ბერძენი მილიარდერის სტავროს ნიარკოს (Stavros Niarchos) მიერ არის გაკეთებული;

1 - ხელოვნების ცენტრი ტაივანის ქალაქ ტაიბეიში

იხილეთ ფოტოგალერეა