ავტომფლობელებისა და ავტოდილერების აქცია პარლამენტის შენობასთან გრძელდება

ავტომფლობელებისა და ავტოდილერების აქცია ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან გრძელდება. აქციის მონაწილეები საკუთარი ავტომანქანებით წრეს ურტყამენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას და სიგნალებით აპროტესტებენ ავტომანქანებზე, ასევე, ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდას.

ავტომფლობელებისა და ავტოდილერების აქცია დიღომში, ოლიმპიურ არენასთან დაიწყო. მონაწილეებმა მსვლელობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და ავტომანქანების სიგნალით აპროტესტებდნენ ავტომანქანებზე, ასევე, საწვავზე აქციზის განაკვეთის ზრდას. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, რათა თავიანთი მოსაზრებები გააცნონ.