ავტოდილერებისა და ავტომფლობელების აქცია დასრულდა

პარლამენტის შენობასთან ავტოდილერებისა და ავტომფლობელების აქცია დასრულებულია. ავტომანქანების მფლობელები საყვირებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წრეს უვლიდნენ და ასე აპროტესტებდნენ ავტომანქანებზე და ასევე ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდას.

ავტომფლობელებისა და ავტოდილერების აქცია დიღომში, ოლიმპიურ არენასთან დაიწყო, საიდანაც მათ ავტომანქანებით მსვლელობა პარლამენტის შენობამდე მოაწყვეს. პარლამენტის შენობას კი რამდენიმე წრე შემოუარეს და ასე გააპროტესტეს აქციზის გადასახადის ზრდა როგორც ავტომანქანებზე, ასევე ნავთობპროდუქტებზე.