საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს",- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.