დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საკუთარი ქონებიდან 66,1 მილიონი დოლარი დახარჯა

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ჯიბიდან 66.1 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა წინასაარჩევნო კამპანიაზე.

თუმცა, კამპანიის დაწყებისას ტრამპმა განაცხადა, რომ საკუთარი ქონებიდან სულ მცირე  100 მილიონ აშშ დოლარს გაიღებდა.

ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკუთარი სახსრების გამო, ტრამპმა უამრავი შემოწირულება მიიღო, რამაც საბოლოო ჯამში 279.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შესაბამისად, ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიის მოგებაზე გაცილებით ნაკლები ფული დახარჯა, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგემ ჰილარი კლინტონმა. ტრამპი მუდმივად აღნიშნავდა , რომ ის არ არის დამოკიდებული მეგა-დონორებზე და ჯგუფთა ინტერესებზე.

გარე მხარდამჭერებიდან ტრამპის კამპანიაში ყველაზე დიდი შემოწირულობა კაზინოების მაგნატზე შელდონ ადელსონზე და მის მეუღლეზე მოდის. მათ 10 მილიონი აშშ დოლარი შეიტანეს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში.