ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქრები

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქრები გამოაქვეყნა.

„კოჰინორის“ ბრილიანტის ქვა

„ფორბსის“ რეიტინგის თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი კოჰინორის 186-კარატიანი ბრილიანტის ქვაა. ძვირფასი ქვა სიკჰის იმპერიის უკანასკნელმა მაჰარაჯამ 1849 წელს ინგლისის დედოფალ ვიქტორიას აჩუქა. ამ ქვის ნაწილებით ინგლისის დედოფლის გვირგვინია გაწყობილი. გამოცემის ცნობით, დღემდე ქვის ღირებულება შეუფასებელია. ერთ-ერთი ვერსიით, ქვის ფასი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. თუმცა შედარებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული, 45-კარატიანი ბრილიანტის ქვა 250 მილიონი დოლარი ღირს.

ლუი XVI-ს ამერიკელების მხარდაჭერა

1770-იან წლებში საფრანგეთმა ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით დღევანდელი ექვივალენტით 20 მილიარდი დოლარი გაიღო. ეს საჩუქარი და ქვეყნის ფინანსების არასდროსი განკარგვა  ფრანგთა მეფე ლუი XVI-ს გვირგვინისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

მარგალიტის ყელსაბამი

ბანკირმა მორტონ პლანკმა საკუთარი მეუღლეს „კარტიეს“ მარგალიტის ყელსაბამი აჩუქა. ამ ძვირად ღირებული საჩუქრის სანაცვლოდ ბანკირმა ნიუ იორკში მდებარე სახლი გაიღო, რომელიც დღესდღეობით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ღირს.

საჩუქარი მეტროპოლიტენის მუზეუმისთვის

2003 წელს მილიარდერმა ლეონარდ ლაუდერმა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს 1,1 მილიარდ დოლარად ღირებული კუბისტების ხელოვნების ნიმუშები გადასცა. მათ შორის იყოს პაბლო პიკასოს, ჟორჟ ბრაკის, ხუან გრისის და ფერნანდ ლეჟეს ტილოები. ლაუდერის მუზეუმისთვის შეწირული ხელოვნების ნიმუშები დღემდე რჩება ყველა დროის ძვირადღირებულ ქველმოქმედებად ხელოვნების ისტორიაში.

აბრამოვიჩის საჩუქარი ცოლისთვის

რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩს თავის მეუღლეს, ხელოვნების მოყვარულ დაშა ჟუკოვას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები აჩუქა. მათ შორის 14 მილიონ დოლარად ღირებული ჯაკომეტის სკულპტურა, 30-60 მილიონ დოლარად ღირებული კაბაკოვას 40 ნახატისგან შემდგარი კოლექცია, 86 მილიონი დოლარის ღირებულების ფრენსის ბეკონის ნამუშევრები და 33 მილიონ დოლარად ღირებული ლუსიენ ფროიდის ნახატი. 2008 წელს რომან აბრამოვიჩის მიერ 43 მილიონ ფუნტად შეძენილი ფრენსის ბეკონის ტრიპტიხი იმ დროს რეკორდული თანხა იყო, რომელიც ბეკონის ნამუშევარში გადაიხადეს.

ელიზაბეთ ტეილორის ბრილიანტი

მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა მეუღლეს ელიზაბეთ ტეილორს „კარტიეს“ 68-კარატიანი ბრილიანტი აჩუქა, რომლის სანაცვლოდ 1 მილიონი დოლარი გადაიხადა. თუმცა ეს თანხა დღეს 6,6 მილიონი დოლარს უდრის.

ტაჯ მაჰალი

იმპერატორმა შახ ჯაჰანმა საკუთარი ცოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად ტაჯ მაჰალი ააგო. მავზოლეუმის აგებაზე 22 წლის განმავლობაში თითქმის 20 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. დღევანდელი კურსით იმპერატორმა ტაჯ მაჰალის მშენებლობაზე 827 მილიონი დოლარი დახარჯა.

იახტა

2008 წელს ინდოელმა მილიარდერმა ანილ ამბანიმ მეუღლეს 34-მეტრიანი , 80 მილიონ დოლარად ღირებული იახტა „ტიანი“ აჩუქა.

ბრილიანტის ქვები

1908 წელს, ოქროს საბადოების მფლობელმა, მულტიმილიონერმა ტომას უოლშმა ქალიშვილს ეველინ უოლშს „კარტიეს“ 94-კარატიანი ბრილიანტი აჩუქა, რომელშიც 120 ათასი დოლარი გადაიხადა. სამი წლის შემდეგ ეველინმა მამისგან საჩუქრად „კარტიეს“ კიდევ ერთი ბრილიანტი, 300 ათას დოლარად ღირებული „იმედის ალმასი“ მიიღო. „ფორბსის“ ცნობით, ამ ბრილიანტის ფასი დღეს 7,6 მილიონ დოლარს უდრის.

რუსი მილიარდერის შვილის ქორწილი

2016 წელს რუსმა მილიარდერმა მიხეილ გუცერიევმა საკუთარ შვილს 1 მილიარდ დოლარად ღირებული ქორწილი გადაუხადა. ქორწილში პატარაძალს ელი სააბის საქორწილო კაბა ეცვა, რომელიც 1 მილიონი დოლარი ღირს.