მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სუფთა ენერგეტიკის სფეროში მილიარდიან ფონდს ქმნიან

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები, მათ შორის ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი, რიჩარდ ბრენსონი, ჯეკ მა და სხვა მილიარდერები, რომელთა საერთო ქონება 170 მილიარდ დოლარს უდრის,

საინვესტიციო ფონდს, სახელწოდებით Breakthrough Energy Ventures ქმნიან.

ფონდის მოცულობა 1 მილაირდი დოლარია და მისი მიზანია ენერგეტიკის სფეროში „სუფთა“ ტექნოლოგიების დანერგვის განვითარება, რომელიც შეამცირებს ატმოსფეროში მავნე გაზების გაფრქვევას. ფონდის სახსრები ასევე მიმართული იქნება ელექტროენერგიის გენერაციაში და შენახვაში, სოფლის მეურნეობასა და ტრანსპორტში.

ჯერ კიდევ გასულ წელს ბილ გეითსმა და სხვა მილიარდერებმა შექმნეს კოალიცია Breakthrough Energy Coalition და განაცხადეს, რომ აპირებდნენ საკუთარი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ინვესტირებას ენერგეტიკის განვითარებაში.

კოკა კვირკველია