ვინ მოყვება შემცირებაში?

ვის დაეკარგება საპრემიო მადა და რას მოუტანს ეს ეკონომიკას?!

პრემიერის მიერ დაანონსებული 10%-იანი ოპტიმიზაციისთვის მზადება სამინისტ­როებმა უკვე დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული­ კადრების შემცირებაც იგეგმება, რამაც დასაქმებულთა ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. რა გზით უნდა წავიდეს ოპტიმიზაცია, ამ თემაზე ეკონომისტი ლევან კალანდაძე გვესაუბრება:

"მთავრობას პოპულიზმსა და რაციონალურ გადაწყვეტილებას შორის არჩევანის გაკეთების დრო არა აქვს"

- ფაქტია, რომ საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია აუცილებელია - 2016 წლისა და 2017 წლის ბიუჯეტმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ ხარჯვითი ნაწილი, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუროკრატიის­ საკითხში, სასწრაფოდ შესამცირებელია. ვფიქრობ, პრემიერის მიერ დაანონსებული 10%-იანი ოპტიმიზაცია ტექნიკური გზავნილია და ის, ძირითადად, მიმდინარე ხარჯებს, სახელფასო და საპრემიერო ფონდებს­ შეეხება. აქ არ არის საუბარი საშტატო ერთეულების ცალსახა შემცირებაზე, პირიქით, მაქვს მოლოდინი, რომ კადრების შენარჩუნებას სამინისტროები მაქსიმალურად შეეცდებიან და კორექტივებს მხოლოდ თანამშრომლების ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე შეიტანენ. მეორე­ მხრივ, საზოგადოებაში დიდი ხანია მომწიფდა აზრი, რომ რამდენიმე სამინისტრო უნდა გაუქმდეს, ეს გზავნილი ოპოზ­იციური ფლანგიდანაც დიდი ხანია ისმის, შესაბ­ამისად, ოპტიმიზაციის პროცესიც საღი გონებით უნდა გააანალიზონ.

თუ სახელმწიფოს აქვს 80 სამუშაო ადგილი, ხელოვნურად რატომ უნდა შეინარჩუნოს 100 კადრი მხოლოდ იმ მოტივით, რომ საზოგადოების მცირე ჯგუფი არ განაწყენდეს? მთავარია, დაანონსებული ოპტიმიზაცია ერთ­ჯერადი ღონისძიება არ გახდეს და ის მომავალი 4-5 წლის განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდეს. მესმის, რომ ეს პრემიერისთვის არაკომფორტული გადაწყვეტილებაა, თუმცა მთავრობას დღეს პოპულიზმსა და რაციონალურ გადაწყვეტილებას შორის არჩევანის გაკეთების დრო არა აქვს. რაც შეიძლება ბევრი რაციონალური გადაწყვეტილება გვჭირდება, რომ პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მივაღწიოთ.

- კადრების შემცირება გამართლებული იქნებოდა იმ ფონზე, თუ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურის მოძიების იმედი­ თუნდაც კერძო სექტორში გაუჩნდებოდათ, თუმცა, როდესაც ქვეყანაში მთავარ გამოწვევად უმუშევრობა რჩება, ხომ არ იჩქარა მმართველმა გუნდმა?..

- დღეს ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ და მთავრობა საზოგადოებრივი დაკვეთიდან გამომდინარე მოქმედებს. თანაც,

მმართველი გუნდის წარმომადგენლების ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპტიმიზაცია კად­რების შემცირებით­ არ დაიწყება. მესმის, რომ საჯარო სექტორში­ დასაქმებულთა ნაწილი­ ნერვიულობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კადრების დათხოვნა სახელმწიფო სტრუქტურებიდან რადიკალური მეთოდებით არ მოხდება და ხელისუფლება შეეცდება ეს პროცესი მაქსიმალურად გაწელოს. ისიც კარგად მესმის, რომ იმ კონკრეტული ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება ეს შეეხოს, ნაკლებად დამაიმედებლად ჟღერს ქვეყნისთვის აუცილებელ კონცეპტზე საუბარი, თუმცა დრო გამოაჩენს, რომ ეს მოცემულ ეტაპზე სახელმწიფოს ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. მეტიც, ვფიქრობ, ხელისუფლება სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს და საზოგადოებრივი ჯგუფების მღელვარებას საჭიროზე მეტ ყურადღებას უთმობს - თუ რეფორმები გაჭიანურდება, ეს მეტ ტკივილს მოგვაყენებს საბოლოოდ, ვიდრე ხარჯების შემცირების ერთჯერადი შოკი.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 12 დეკემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად