"თბილისის მერია 2017 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვას ამცირებს 1 306 000 ლარით, სოციალურ დაცვას კი 29 156 000 ლარით"

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა შემცირებულია 30 462 000 ლარით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტზე ისაუბრა.

„მაშინ როცა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გამოცხადებული საყოველთაო დაზღვევა აღარ არის საყოველთაო, თბილისის მერია ახერხებს და ჯანმრთელობის დაცვას ამცირებს 1 306 000 ლარით, ხოლო სოციალურ დაცვას ამცირებს 29 156 000 ლარით. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი“, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.