ახალი წლიდან iPhone-ები გაძვირდება

საქართველოში პირველი იანვრიდან iPhone-ების გაძვირებას ელოდებიან. როგორც iPlus-ის გენერალური მენეჯერი კახა სეფაშვილი აცხადებს, დოლარის ევროსთან მიმართებაში ისტორიული გამყარება, ევროპაში Apple-ის პროდუქციას გააძვირებს , რაც თავის მხრივ ქართულ ბაზარზე იმოქმედებს.

"1 იანვირდან iPhone-ებზე ფასები მოიმატებს, გამომდინარე აქედან, წინასაახალწლოდ მომხმარებლების მხრიდან მაღალ მოთხოვნას ველოდებით. წელს ისტორიულად მაღალი გაყიდვები გვაქვს,”- განაცხადა კახა სეფაშვილმა.

როგორც iPlus-ის გენერალური მენეჯერი აცხადებს, კომპანიას საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად 10 მილიონ ლარამდე თანხა შეაქვს: ”ვვარაუდობთ, რომ წელს საქართველოს ბიუჯეტში ორჯერ მეტ თანხას გადავიხდით, ვიდრე წინა წლებში. iPlus სახელმწიფო ხაზინაში გადასახადების სახით, ყოველწლიურად 10 მილიონ ლარამდე იხდის," - ამბობს iPlus-ის გენერალური მენეჯერი კახა სეფაშვილი.