დემურ გიორხელიძე - თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი დასახული მიზნების შესატყვისი არ არის

რომ გითხრათ, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი შესატყვისია დასახული მიზნების, მოგატყუებთ, იმიტომ, რომ არ არის შესატყვისი , - ამის შესახებ ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი, ტრადიციული ბიუჯეტი, საკმაოდ ბევრი არასაჭირო ხარჯებით.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურებში არის გაბერილი შტატები და საეჭვო კვალიფიკაციის ადამიანები იკავებენ მნიშვნელოვან თანამდებობებს.

”განსაკუთრებით რაც შეეხება ამ ყბადაღებულ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ჩვენ ვერ ვხედავთ ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაამართლებს სახელმწიფო სტრუქტურებში ამდენი ადამიანის საქმიანობას”, -განაცხადა დემურ გიორხელიძემ.