ირაკლი კობახიძე - 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და მთავრობის ეკონომიკურ გეგმას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და მთავრობის ეკონომიკურ გეგმას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მთავრობის საბიუჯეტო ინიციატივები ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს პასუხობს.

“ბიუჯეტის პროექტი უკვე შეფასდა ჩვენი საერთაშორისო პატნიორების მიერ, მათ შორის მსოფლიო ბანკის, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების მიერ. ამ პროექტმა დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასება. ბიუჯეტის პროექტთან, ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა, დისკუსია და ჩამოვყალიბდით საერთო პოზიციაზე, რომ ჩვენი მხრიდან ეკონომიკურ გეგმას და ბიუჯეტის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება, რადგან ორივე პასუხობს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც მოსახლეობა დგას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.