Apple უფრო მეტს ხარჯავს ინტერნეტრეკლამაზე, ვიდრე „სამსუნგი“

2016 წლის იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ამერიკულმა კომპანია Apple-მა აშშ-ში ინტერნეტრეკლამაზე 97 მილიონი დოლარი დახარჯა.

მისმა ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა „სამსუნგმა“ კი 80,4 მილიონი დოლარი.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ინფორმაციით, ამ მონაცემებში არ შედის „სამსუნგის“ მიერ ისეთი პროდუქტების რეკლამირებაში თანხის დახარჯვა, რომელსაც Apple არ აწარმოებს, მათ შორის ტელევიზორების, მაცივრების, სარეცხი მანქანების.

„თუ ინტერნეტრეკლამაში დახარჯულ თანხას ამ პროდუქტების რეკლამირებისთვის დახარჯულ თანხას გამოვაკლებთ, გამოდის, რომ Apple-მა 179%-ით მეტი დახარჯა ინტერნეტრეკლამაზე, ვიდრე სამხრეთკორეულმა გიგანტმა“, - წერს „ბიზნეს ინსაიდერი“.

გამოცემის მონაცემებით, წლიურ მაჩვენებელში Apple-მა სარეკლამო დანახარჯები 16%-ით შეამცირა მაშინ, როცა „სამსუნგმა“ 49,2%-ით გაზარდა.

საანგარიშო პერიოდში Apple-მა ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების 76% ვიდეორეკლამაზე მიმართა, 22% - ე.წ. დესკტოპ რეკლამაზე, 1% კი მობილურ რეკლამაზე.

რაც შეეხება ამერიკული კომპანიის მთავარ კონკურენტს, „სამსუნგმა“ ინტერნეტრეკლამის ბიუჯეტის 73% დესკტოპ რეკლამაში მიმართა, 20% - ვიდეორეკლამაში, 7% კი მობილურ რეკლამაში.

იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ყველაზე დიდი თანხა - 22 მილიონი დოლარი ინტერნეტ რეკლამაში Apple-მა ოქტომბერში დახარჯა, როდესაც ახალი MacBook Pro-ს გამოსვლა დააანონსა.