მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ხვალ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს

ხვალ მთავრობა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიმართა კონსულტაციები და შეთანხმებულია, რომ ხვალ, 14:00 საათზე მთავრობა ”პატრიოტთა ალიანსს” შეხვდება, 15:00 საათზე უმცირესობას, ხოლო 16:30 საათზე უმრავლესობასთან გამართავს აუდიენციას.

კობახიძის განცხადებით, დოკუმენტს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს.

ბიუჯეტის პროექტის, ასევე თანმდევი პროექტების განხილვა სესიაზე 14 დეკემბერს გაგრძელდება.