ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა

ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი კვლავ ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

ხულოს გამგებლის ცნობით, ზვავი ორ ადგილზე დაფიქსირდა, თუმცა მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ.

„ხულო-გოდერძის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. გზის სავალი ნაწილის თოვლის საფარისგან გასაწმენდად მძიმე ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რადგან მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილებს თავისუფლად შეუძლიათ მოძრაობა“, - განაცხადა ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ.

მისივე ინფორმაცია, სოფლების ნაწილში კვლავ რჩება ელექტრომომარაგების პრობლემა.