ნოემბერში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ლარში გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ლარში გაიზარდა, დოლარში კი შემცირდა.ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა 11,165,056 ლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის მონაცემზე (10,736,284 ლარი) 428,772 ლარით მეტია. დოლარში გამოხატულმა სახელმწიფო საგარეო ვალმა ნოემბრის თვეში 4,411,148 დოლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის თვის მონაცემზე (4,456,554 დოლარი) 45, 406 დოლარით ნაკლებია.

როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო ვალის სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, მთავრობის საგარეო ვალმა ნოემრებში 11,150,664 ლარი შეადგინა, რაც გასული თვის მაჩვენებელზე (10,722,383 ლარი) 428,281 ლარით მეტია. რაც შეეხება დოლარში გამოხატულ მთავრობის საგარეო ვალს, ნოემრის თვეში 4,405,462 დოლარი შეადგინა, რაც ოქტომრის თვის მონაცემზე (4,450,784 დოლარი) 45, 322 დოლარით მეტია.