გიორგი აბაშიშვილი ”ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე - აქ არაინაირი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, ”ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ცვლილება, რომელიც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნას ეხება, ტექნიკური ტიპის იყო.

”აქ არაინაირი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთან კონსულტაციის გზით წავედით ძალიან სწორი არჩევანის თვალსაზრისით, რომ გაგვესწორებინა ეს ხარვეზი. ასე რომ, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ცვლილებასთან გვაქვს საქმე”, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის წარდგენის უფლება აღარ ექნება.