რა ფერის ავტომობილები იყიდებოდა 2016 წელს ყველაზე ხშირად?

კომპანია Axalta-მ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საღებავების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, ავტომობილების 2016 წლის ყველაზე პოპულარული ფერები დაასახელა.ზუსტად ისე, როგორც შარშან, ავტომობილისთვის ყველაზე პოპულარული ფერი 2016 წელსაც თეთრი იყო. ხსენებული კომპანიის ინფორმაციით, ავტომობილის თითქმის ყოველი მეოთხე მყიდველი თეთრ ფერს ირჩევს.

მეორე ადგილზეა (20%) ჰენრი ფორდის საყვარელი ფერი - შავი.

მესამე ადგილზე კი ვერცხლისფერი გახლავთ (11%).

ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი ფერებიც ჩამოვთვალოთ: ყვითელი და მწვანე. აქვე ვთქვათ, რომ თურმე წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ყავისფერ ავტომობილებზე.

წყარო autobild.ge