მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას დღეს 2017 ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს

დღეს მთავრობა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას 2017 ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გაიმართა კონსულტაციები და შეთანხმებულია, რომ დღეს, 14:00 საათზე მთავრობა ”პატრიოტთა ალიანსს” შეხვდება, 15:00 საათზე უმცირესობას, ხოლო 16:30 საათზე უმრავლესობასთან გამართავს აუდიენციას.

კობახიძის განცხადებით, დოკუმენტს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს.

ბიუჯეტის პროექტის, ასევე თანმდევი პროექტების განხილვა სესიაზე 14 დეკემბერს გაგრძელდება.